მასწავლებელი: მაია რუსიშვილი
საგანი: მათემატიკა
კლასი:Vll
დრო: 45წთ.
გაკვეთილის მთავარი თემა
|
სამკუთხედის კუთხეების ჯამი.სამკუთხედის
გარე კუთხე.
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო, VIIკლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
30 მოსწავლე.
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები (შეზღუდული შესაძლებლობის, ჩამორჩენილი
ბავშვები,რომლებისთვისაც სწავლების ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია)კლასში არ არიან.
|
გაკვეთილის
სასწავლო მიზნები
|
გაკვეთილის
მიზანია, წინარე ცოდნის მეშვეობით მოსწავლეებმა შეძლონ სამკუთხედის კუთხეების ჯამის
თვისების დასაბუთება.ასევე მსჯელობის მეშვეობით მოძებნონ კავშირი სამკუთხედის კუთხეებსა
და სამკუთხედის გარე კუთხეს შორის
|
გაკვეთილის მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი
|
შედეგითვალსაჩინოა. თუმოსწავლესამკუთხედის კუთხის
საპოვნელად სწორად იყენებს ზემოთ აღნიშნულ თეორემას.ასევე სამკუთხედის კუთხეების
დახმარებით შეუძლია განსაზღვროს გარე კუთხე.ამასთანავე ადგენს მართკუთხა სამკუთხედში
მახვილი კუთხეების ჯამს.
მათ.VIIმოსწავლეს
შეუძლია გეომეტრიული
ფიგურების ამოცნობა.
მათ.VIIმოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ამოცანების ამოხსნა სამკუთხედებთან
დაკავშირებული ცნებებისა და ფაქტების გამოყენებით.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ :
1. სამკუთხედების სახეების გარჩევა გვერდებისა და კუთხეების
მიხედვით.
2. აღნიშნული თეორემის დასამტკიცებლად საჭიროა პარალელური
წრფეების თვისების ცოდნა.(შიგა ჯვარედინი კუთხეები, მოსაზღვრე კუთხეები.)
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებიშეფასდებიან წინასწარ შემუშავებული რუბრიკების საშუალებით:
1. ზეპირი პრეზენტაცია
2.
ჯგუფური მუშაობა
გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება
|
სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები
|
Dდაფა, ცარცი, რვეული, კალმები, ფანქრები, სახაზავები, ჩხირები,ფლიპჩარტი,მარკერი,სახელმძღვანელო.
|
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
|
შესავალი :
გაკვეთილის დასაწყისში
მასწავლებელი აცნობს კლასს ახალი
გაკვეთილის თემას, მიზნებს, აქტივობებსადაშეფასებისფორმებს;
I : აქტივობა : „კითხვა-პასუხი“ –5წთ.
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის
გააქტიურება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი კითხვა-პასუხით ახდენს წინარე ცოდნის
გააქტიურებას დამოსწავლეთა
მობილიზებას ჩხირების დახმარებით.
I I აქტივობა : მინი ლექცია -5
წთ.
აქტივობის მიზანი: სამკუთხედის კუთხეების
ჯამის და სამკუთხედის გარე კუთხის თეორემის ჩამოყალიბება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი იწყებს
გაკვეთილის ახსნას მოსწავლეებთან ერთად წინარე ცოდნის დახმარებით.(სამკუთხედის
კუთხეების ჯამი. სამკუთხედის გარე კუთხე.)
III.აქტივობა: ჯგუფურიმუშაობა–10წთ.(ჯიქსოუ)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ
ჯგუფებში თეორემის დამოუკიდებლად დამტკიცება.
აქტივობის აღწერა:
კლასი ნაწილდებ სამ ჯგუფად და დავალება ეძლევა თითოეულ ჯგუფს თითო
თეორემა დასამტკიცებლად.
1. ინდივიდუალურად გაანალიზონ თეორემის
დამტკიცება სახელმძღვანელოს დახმარებით-3წთ.
2. ჯგუფში შეაჯერონ დასამტკიცებელი თეორემა,
და გადაიტანონ ერთობლივი ნამუშევარი ფლიპჩარტზე.-7წთ.
IV აქტივობა: პრეზენტაცია –15წთ.
აქტივობის მიზანი: ნამუშევრების წარგდენა
აქტივობის აღწერა:
ჯგუფები არჩეული პრეზენტატორების საშუალებით აკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას. (3წთ)
შეკითხვები პრეზენტატორს. (2წთ)
V აქტივობა: შეფასება - (7
წთ).
აქტივობის მიზანი: მოსწავლეების შეფასება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ახდენს შესრულებული სამუშაოს შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, (რავისწავლეთ, რაგავაკეთეთ, რაშიგამოგვადგება) და
აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკების მიხედვით, როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასებით.
მოსწავლეები წინასწარ შედგენილ ბარათებზე აკეთებენ გაკვეთილის შეფასებას, რაც დაეხმარება მასწავლებელს მომდევნო გაკვეთილი სდასაგეგმად.
VI აქტივობა: საშინაო დავალება–3 წთ.
|
No comments:
Post a Comment